რთველის სუბსიდირების ახალი წესი
მევენახეების მხარდაჭერის პროგრამაში გარკვეული ცვლილებებია – რთველის სუბსიდირების ახალი მოდელი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, ყურძნის შესასყიდად კერძო კომპანიებზე სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს. მევენახეებისგან ჭარბ მოსავალს სახელმწიფო – „მოსავლის მართვის კომპანია“ შეიძენს, რომელიც სრულად ღვინის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა.
წელს რთველის სუბსიდირების პროგრამისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 300 ათას ტონამდეა – შალვა სუმბაძე არკვევდა რა ფასად შეძლებს მევენახე ხარისხიანი და უხარისხო ყურძნის ჩაბარებას და რას უკავშირდება სუბსიდირების პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები.