რთველის შედეგების შეჯამება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „რთველი 2018“ შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 230 ათასამდე ტონა ყურძენი დაიკრიფა, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. ლევან დავითაშვილის ცნობით, ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე 280 კერძო კომპანია იყო ჩართული, ხოლო ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა.