რთველი რაჭაში
კახეთის შემდეგ რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რომელიც რეგიონის მევენახეობის ცენტრია, ამ დროისთვის 1800 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივ უნიკალურ ჯიშებს – ალექსანდრიულსა და მუჯურეთულს. ყურძნის ფალსიფიკაციისა და მოსავლის უკანონო გადატანის პრევენციის მიზნით, რეგიონში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამოქმედებულია საკოორდინაციო შტაბი. მოსავლის ორგანიზებულად დაბინავებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად, რთველი წელსაც სუბსიდირდება. სახელმწიფო ღვინის კომპანიებს ერთ კილოგრამ ჩაბარებულ ყურძენში დამატებით 4 ლარს უხდის.