რთველი კახეთში

18:17, 20.09.2026

კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს. 20 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 23 ათას ტონამდე ყურძენი, რომელთა 90%-მდე მაღალკონდიციურია. ყურძნის ხარისხის მიხედვით, დიფერენცირებული ფასები მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ დაელოდონ ყურძნის სიმწიფეში შესვლას. აქტიურობს კერძო სექტორი, ამავე დროს სახელმწიფო საწარმო მოსახლეობისგან ყურძენს 8 ლოკაციაზე იღებს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 450 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

მსგავსი