რთველი კახეთში

15:33, 17.09.2026

რთველი კახეთში ორგანიზებულად მიმდინარეობს. ამ დროისთვის გადამუშავებულია 12 ათასამდე ტონა ყურძენი. მოსავლის დაბინავება მიმდინარეობს დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. წლევანდელი მოსავალი, წინასწარი პროგნოზით, 320 ათასი ტონის ფარგლებში იქნება. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

მსგავსი