რთველი – 2026 სრულდება

12:36, 30.10.2026

საქართველოში რთველი დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე ყურძენი ლეჩხუმის რეგიონში იკრიფება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ რეგიონში მევენახეები 1300 ტონამდე მოსავალს ელოდებიან, დაკრეფილია 500 ტონამდე ყურძენი. მთლიანობაში, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. აქედან, კახეთში, 315 ათასი ტონა. სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო მოსავალი, დანარჩენი მაღალი და საშუალო ხარისხისაა.

მსგავსი