რთველი 2026
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.
უკვე გადამუშავებულია თითქმის 170 ათას ტონამდე ყურძენი. ამ ეტაპზე შეფერხებების გარეშე გრძელდება ყურძნის ჩაბარების პროცესი. საერთაშორისო ბაზრებზე ქართლი ღვინის კონკურენტუნარიანობის გაზრდი მიზნით, წელს ყურძნის ხარისხზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ჩასაბარებელი მოსავლის ღირებულებას დიდ წილად შაქრიანობის დონე განსაზღვრავს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს რთველის საკოორდინაციო შტაბიც. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათას ტონაზე მეტია.