რთველი 2025 და ყურძნის კრეფის აქტიური ფაზა კახეთში. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში მოსვლის დაბინავების პროცესი მიმდინარეობს. საფერავი და რქაწითელი სხვადასხვა ღვინის ქარხნებში ნაწილდება. ჩაბარების გარეშე არც სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავალი დარჩა და იგი სასპირტე მასალის დამზადების მიზნით „მოსავლის მართვის კომპანიამ“ შეისყიდა. ადგილობრივები ყურძნის დროულად დაბინავების ხელშემშლელ მიზეზად მხოლოდ მუშახელის დეფიციტს და უამინდობას ასახელებენ. რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით უკვე 150 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.
ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი კახეთიდან #მოამბერეგიონები