რთველი - 2025

წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა, მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს – ეს პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი განცხადება, რაც მთავრობის სხდომაზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას. ითქვა, რომ სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში საფერავის ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს 1.50 ლარად, რქაწითელსა და სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს – 1.00 ლარი.