რთველი 2025
კახეთში რთველი გრძელდება.
რთველი 2025-ის ფარგლებში, ყურძნის მოსავალი, საერთო ჯამში, რეკორდულ 300 ათას ტონის ფარგლებში იქნება. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 283 ათასამდე ტონა ყურძენი, რაჭაში კი – 1800 ტონა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთში რვა ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს. ამ ეტაპზე, კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა, რთველის პროცესში 521 საწარმო იყო ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე კობერიძემ, დღეს გადამმუშავებელ საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია.