რთველი 2025
კახეთის რეგიონში რთველი მიმდინარეობს. უკვე გადამუშავებულია 50 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მოსავლის დაბინავება ხდება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 3000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. თითქმის სრულად დაბინავდა სეტყვით დაზიანებული 1 200 ტონამდე ყურძენი. 12 სექტემბერს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.