რთველი 2019

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.

რეგიონოს მასშტაბით მოსახლეობისგან ყურძენს 70-ზე მეტი საწარმო შეისყიდის. ყურძენს სახელმწიფოსგან აღებული კრედიტით  შპს „აკურა“  23 სხვადასხვა ლოკაციაზე იბარებს.  რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, რეგიონში უკვე გადამუშავებულია 80 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის ქარხნებთან კი ყურძნით დატვირთული მანქანების რიგია. უკმაყოფილო მევენახეები ამბობენ, რომ რიგში დგომა საათობით, ზოგჯერ კი დილამდე უწევთ. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ღვინის კომპანიები გვიან იწყებენ მუშაობას, ზოგჯერ კი ყურძნის გადამუშავების პროცესის შეჩერება ტექნიკური მიზეზების გამო ხდება.

მევენახეები წელს რთველის მთავარ პრობლემად ყურძნის დაბალ ფასს ასახელებენ. მათგან განხვავებული მოსაზრება აქვთ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის ქარხნებთან რიგები რთველის აქტიურ ფაზაში ნორმალურად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ რთველი პიკს მიმდინარე კვირის ბოლოს მიაღწევს, შემდეგ კი სიტუაცია შედარებით დარეგულირდბა.