რთველი 2019  

კახეთში რთველი დაიწყო.

ადგილობრივები წლევანდელი მოსავლით ძირითადად კმაყოფილები არიან, მაგრამ მთავარ პრობლემად წელსაც რჩება პროდუქციის ფასი. მოსახლეობას ყურძნის ჩამბარებელი საწარმოების მიერ შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებს. შარშანდელისგან გასხვავებით, წელს სახელმწიფომ პროდუქციის ფასის სუბსიდირებაზე მთლიანად უარი თქვა, თუმცა ფერმერებს გარკვეულ შეღავათს ჰპირდება. ანუ მზად არის, მოსავლის გაუსაღებლობის შემთხვევაში ყურძენი თავად შეიძინოს. რეგიონის მცხოვრებლებს ჯერ უჭირთ პროგნოზირება, შეექმნებათ თუ არა პრობლემა მოსავლის რეალიზაციის კუთხით.