რთველი 2018

კახეთში რთველი დაიწყო.

პროცესი წელს სახელმწიფოს სუბსიდირების გარეშე პირველად ჩაივლის. გლეხებს იმედი აქვთ, რომ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.

ღვინის ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე ანალოგიურია ხელისუფლების პროგნოზიც. ფასი, რომელსაც ყურძნის ჩამბარებელი ქარხნები ადგილობრივებს სთავაზობენ, ამ ეტაპზე გლეხებისთვის მისაღებია.