რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ყოველდღიურად იმატებს ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ვირუსის „დელტა“ ვარიანტი, რომელიც ნელ-ნელა დომინანტი ხდება და სხვა შტამებისგან განსხვავებით, ბევრად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ინდური შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, ეპიდემიოლოგები გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ. რთული ვითარებაა კლინიკებშიც. ჰოსპიტალური სექტორის ნაწილს, საწოლფონდი უკვე ამოეწურა. გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, ვაქცინირებული მოქალაქეების დღიური რაოდენობა ჯერჯერობით საკმარისი არ არის. დღეში 17 ათასამდე მოქალაქე იცრება, რაც ეპიდემიის დასრულებისთვის და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციისთვის საკმარისი არ არის.

მარიამ სეთურიძე გიამბობთ, როგორი მიმდინარეობა აქვს კორონავირუსს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პაციენტებში.

დატოვე კომენტარი