რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. კორონავრუსის 2 460 ახალი შემთხვევა და კიდევ 20 გარდაცვლილი პაციენტი. სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსები მოქალაქეებს აცრასა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.

ხვალიდან, 24 ივლისიდან საქართველო „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს. აცრა კი, ორშაბათიდან ახალი ასაკობრივი ზღვარით, 16 წლიდან დაიწყება.