რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

12:09, 30.01.2022

მესამე, „ბუსტერ“ დოზით აცრისაკენ კიდევ ერთხელ მოგვიწოდებენ ეპიდემიოლოგები და გვიხსნიან, რომ ვირუსული გართულებებისაგან თავის დაცვა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ მოზრდილებთან ერთად, სწრაფად ვრცელდება ბავშვებშიც, სწორედ ამიტომ, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, 12 წელს ზემოთ მოზარდები „ფაიზერით“ ვაქცინით აცრან, რითაც ინფიცირებისა და მდგომარეობის დამძიმების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებენ. მეექვსე ტალღა ძალას იკრებს და მედიკოსები უახლოეს პერიოდში შემთხვევების მკვეთრად მატებას პროგნოზირებენ.

https://youtu.be/t2ZER2o7KZc

 

მსგავსი