რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

21:23, 23.01.2022

ეპიდემიოლოგები ხვალინდელი სტატისტიკის მოლოდინში. უკვე მეორე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს. გასულ დღე-ღამეში ვირუსი კიდევ 9 700-მდე ადამიანს გამოუვლინდა, ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 20 პროცენტს გადააჭარბა, რაც რეკორდული ნიშნულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ კორონავირუსი გავრცელების ახალ ფაზაში იმყოფება და მალე დღიური სტატისტიკა 20 ათასსაც გადააჭარბებს.

მსგავსი