რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველად პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსზე დადებითობის დღიური მაჩვენებელი 16.58%-ია. გასული 24 საათის მანძილზე, ვირუსი კიდევ 6 351 მოქალაქეს დაუდასტურდა. იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ უქმე დღე იყო და შედარებით მცირე რაოდენობით ტესტი ჩატარდა, დღიური შემთხვევების რიცხვი მაინც მაღალია. ბოლო დღე-ღამეში კოვიდის გართულებებით კიდევ 27 მოქალაქე გარდაიცვალა. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 61 ათასზე მეტი მოქალაქე, მათგან 1000-ის მდგომარეობა მძიმეა.
რა პროგნოზები აქვთ სპეციალისტებს ვირუსის მეექვსე ტალღის დაწყების ფონზე, მედიკოსებს მარიამ სეთურიძე ესაუბრა.

დატოვე კომენტარი