რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა და 62 გარდაცვლილი. ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნარჩუნდება. 10 პროცენტამდეა დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელიც. ექიმების განცხადებით, „დელტა“ შტამი გაცილებით მძიმე მიმდინარეობისაა, რაც კიდევ უფრო ართულებს პაციენტების მართვას. გარდა ამისა, იმატა სეზონური ვირუსების გავრცელებამ. სპეციალისტები მოქალაქეებს სიცოცხლის გადასარჩენად რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაცია და პირბადის სწორი ტარებაა.