რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზეა. გამოვლინდა 5 739 ახალი შემთხვევა და გარდაცვალა 36 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,15%-ია, – ბოლოს ასეთი მონაცემების დროს, ქვეყანა დაკეტილი იყო. გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები ან რეგულაციის აღსრულების მექანიზმი – ეს საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციის ტემპი ისევ მინიმალურია.

მსჯელობა მიმდინარეობს ე.წ. კოვიდპასპორტების ამოქმედებაზე.