რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

ინდური შტამით გამოწვეული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების საკითხი აქტიურდება. 10 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭო კოვიდრეგულაციების დაწესების რამდენიმე ვერსიას განიხილავს. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ჩაკეტვის წინააღმდეგია და მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სპეციალისტებს ელოდებიან, რომ საბჭო რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს. განიხილება კონტროლის გამკაცრება პირბადის ტარებაზე, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში და შეღავათების დაწესება ორჯერადად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამდე, „დელტა“ შტამის გავრცელების ყოველდღიური შედეგი ისევ საგანგაშოა. ბოლო 24 საათში ინფიცირებულია 3780 ადამიანი და გარდაცვლილია 30 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის ლეტალობის საერთო მაჩვენებელი კი უკვე 6 ათასს აჭარბებს.