რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაცია საქართველოში

კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. გამოვლინდა ვირუსის 4 445 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში ეპიდვითარება კრიტიკულ ზღვარზეა. დღეს დილიდან ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე.