რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

15:06, 23.08.2021

კოვიდით ინფიცირების და ლეტალობის მზარდი მაჩვენებელი.

ვირუსმა გასულ დღე-ღამეში კიდევ 60 თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გართულებული ეპიდ-ვითარების ფონზე მოსახლეობის ნაწილი რეგულაციებს არ ემორჩილება და პირბადეს არ ატარებს. პარალელურად „პისიარ“-ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების შემთხვევები ფიქსირდება. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა 2-ჯერ ვაქცინირებული მოქალაქის გარდაცვალების ფაქტიც დაადასტურა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს მსოფლიოს მაშტაბით მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდება და ძირითადად ვაქცინაცია ლეტალობისგან იცავს. პაციენტების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა თბილისში.

მსგავსი