რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

კორონავირუსით გარდაცვალების საგანგაშო მაჩვენებელი.

მხოლოდ ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 74 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასეთი მძიმე სტატისტიკა ვირუსის გავრცელებიდან დღემდე არ გვქონია. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო მონაცემებით ვირუსი 4901 მოქალაქეს დაუდასტურდა. დღიური დადებითი მაჩვენებელი კი 10, 52 %-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 ფაქტი, იმერეთში – 638, აჭარაში – 602, ქვემო ქართლში – 249, შიდა ქართლში – 272, გურიაში – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 298, კახეთში – 471, მცხეთა-მთიანეთში – 114, სამცხე ჯავახეთში – 130. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 40. ამ ეტაპზე მძიმეა 1 510 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი.

ისევ გადატვირთულია საავადმყოფოები. სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდის დიაგნოზით ამჟამად 7273 პირი რჩება. 3 500 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 50 ათასზე მეტი ინფიცირებული კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. წუხანდელის შემდეგ კიდევ გაიზარდა პაციენტების რაოდენობა საველე ჰოსპიტალშიც.

რა ვითარებაა ამ დროისათვის დიღომში მდებარე ოლიმპიურ სოფელში გახსნილ ჰოსპიტალში და როგორია იქ განთავსებული ინფიცირებულების მდგომარეობა, – თეო ბარბაქაძე დეტალებით.