რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

„კოვიდ-19“-ის „დელტა“ შტამი სწრაფი ტემპით ვრცელდება. მძიმდება ყოველდღიური სტატისტიკაც.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ 38 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. გამოვლენილია ინფიცირების 3700-მდე ახალი შემთხვევა. მცირედი გაუმჯობესებაა იმუნიზაციის პროცესში, თუმცა სპეციალისტების შეფასებით ეს მაინც არ არის საკმარისი მომაკვდინებელი ვირუსის შესაჩერებლად. საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგებმა კვლავ მოითხოვეს რეგულაციების გამკაცრება, თუმცა მთავრობა არსებული რეგულაციების აღსრულებაზე საუბრობს და დამატებით გამკაცრებას არ ჩქარობს.