რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

საქართველოში ტვინდემიის საფრთხე იზრდება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმის მიუხედავად, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია, მედიკოსების პროგნოზი დღითიდღე მძიმდება. სპეციალისტების ინფორმაციით, სხვადასხვა სეზონური ვირუსების გააქტიურების გამო, ტვინდემია პრაქტიკულად გარდაუვალია. ორი ვირუსის თანხვედრა ავტომატურად გაზრდის ზეწოლას ჰოსპიტალურ სექტორზეც. მოსალოდნელი გართულებების ფონზე, ისევ დაბალია როგორც სეზონურ, ისე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნა. ნეგატიური პროგნოზების საფუძველია პირბადის ტარების მაჩვენებელიც, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა საგანგაშოდ დაბალია.