რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

„კოვიდ19“-ის პანდემიის გამო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, არ იკლებს. გარდაიცვალა კიდევ 73 ადამიანი. უახლოესი ორი კვირა ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირებას არ ელოდება. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ გაჩნდა სტაბილიზაციის პირველი ნიშნები. ბოლო ორი დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ იმატებს და საშუალოდ 4 000-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგები არსებულ სურათს პლატოს ადარებენ და ფიქრობენ, რომ მეოთხე უმძიმესი ტალღის პიკიდან დაღმასვლა მალე დაიწყება, თუმცა ნელი ტემპით გაგრძელდება. ცალკეული შეზღუდვებისა და ჯარიმების მიუხედავად, რეგულაციები მაინც ირღვევა. მთავარ გამოწვევად სუფრები და ხალხმრავალი შეკრებები რჩება, სწორედ მსგავსი თავყრილობები ხდება ძირითადად ინფიცირების წყარო. სასწავლო პროცესის კლასებში დაწყება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ახლა თითქმის 10%-ია, სწავლის დაწყება კი მისი განახევრების შემთხვევაში იგეგმება.

დატოვე კომენტარი