როუზ გოტმიოლერიმ სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბათუმში სამხედრო ხომალდების დათვალიერების შემდეგ, სანაპირო დაცვის ხომალდები საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის  მინისტრებთან  ერთად დაათვალიერა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით,  შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ჩვენი გემები მაქსიმალურად არიან ჩართული, რათა გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა საქართველოსთვის ნატო-ს ან რომელიმე წევრის მხრიდან საქართველოსთვის დამატებით ხომალდების გადმოცემა, გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის.