გამორჩეული ბუნება, ჭაუხების ძირში გადაშლილი აბუდელაურის სამი ფერადი ტბა და მთიანი რეგიონისთვის განსხვავებული ეკოსისტემა – ეს ხევსურეთის სოფელი როშკაა, სადაც დღეს ადგილობრივებზე მეტად ტურისტებს შეხვდებით.
50 კომლიდან სოფელში ახლა მხოლოდ სამი ოჯახია დარჩენილი. „პირველი არხის“ არქივი მოწმობს, რომ სოციალურ პრობლემებზე ხევსურები ჯერ კიდევ 30 წლის წინ საუბრობდნენ.
როგორ უმკლავდებიან მკაცრ რეალობას მსოფლიოს ეკორუკაზე დატანილი სოფლის მკვიდრნი და როგორია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე როშკის ლოდების მცველის ყოველდღიურობა – ნახეთ ანა ნოდიას და ვახტანგ ლეკიაშვილის რეპორტაჟში.