როს უილსონის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს ყველაფერი გამოხატული უნდა იყოს მშვიდობიან, წყნარ ფორმებში. მისივე თქმით, დროა, საქართველომ გააგრძელოს წინსვლა და იმუშაოს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყანაში დგას.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აქციის შეფასებასთან ერთად, გუშინდელი ინაუგურაციის ცერემონია შეაფასა.