როს უილსონის განცხადება

როდის შედგება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში. საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, აცხადებს როს უილსონი, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. დიპლომატის თქმით, საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამერიკული მხარე მიესალმება ლიდერების მაღალი დონის შეხვედრებს.