რომში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რომში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ედება ბრალი.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 44 წლის მამაკაცი, რომელიც იტალიის დედაქალაქში 6 ოქტომბერს აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2015-2017 წლებში 85 ბინა გაქურდა.

სამართალდამცველების თქმით, დაკავებული  ქუთაისის კლანის წევრია და მის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები იტალიის სხვადასხვა ქალაქში მოქმედებდნენ, მათ შორის, სავონაში, ალესანდრიასა და ტურინში. აღნიშნული საქმის ფარგლებში, 2017 წელს 28 პირი დააკავეს, ყველა მათგანი ქართველი იყო.