რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს აღდგომა მიულოცა

რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მესა აღავლინა.

მესას ათასობით მორწმუნე დაესწრო. მესის შემდეგ, პონტიფიკოსმა აივნიდან მიმართა მორწმუნეებს.

ფრანცისკემ სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში არსებული რთული მდგომაროება ახსენა. მათ შორის იყო ახლო აღმოსავლეთი, სირია და უკრაინა. მან მოუწოდა მორწმუნეებს, გაჭირვებულებისთვის ილოცონ.

რომის პაპის მილოცვა სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს. მათ შორის, იტალიურად, ფრანგულად და ჩინურად.