რომის პაპის საკვირაო მესა

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეხმაურება რომის პაპიც. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ, ლეო XIV-მ თქვა, რომ ეს დღე ხაზს უსვამს როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, ასევე იმ მზარდ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მედიის წარმომადგენლები დგანან, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში. „დღეს ჩვენ იუნესკო-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით. ჩვენ გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლი გახდნენ“, – განაცხადა რომის პაპმა.