რომის პაპის სააღდგომო ლიტურგია

რომის პაპმა, 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა. ამის შესახებ პონტიფიკოსმა ტრადიციულ სააღდგომო მიმართვაში განაცხადა. ლეო XIV-მ ყველა მებრძოლს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, კაცობრიობამ უნდა თქვას უარი მტრობის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე. პაპმა კათოლიკე მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად, რამდენიმე ენაზე მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ლეო XIV-მ სააღდგომო მესა პაპად არჩევის შემდეგ, პირველად ჩაატარა.