რომის პაპის მოწოდება

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთსა და უკრაინას სააღდგომოდ დაზავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან წინასააღდგომო დღესასწაულის, პალმის კვირისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა: „გადაყარეთ იარაღი, დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი, მაგრამ არა იმისთვის, რომ ხელახლა დატენოთ იარაღი და ისევ დაიწყოთ ბრძოლა, არამედ ზავი, რომლითაც მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით მივალთ და ასევე, მზად იქნებით გარკვეული მსხვერპლისთვის ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა რომის პაპმა. შეგახსენებთ, რომ პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის დასრულებისკენ. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უკრაინაში ჩასვლის მზადყოფნაც გამოთქვა.