ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი და ოფიციალური დელეგაციაც იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.