რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი

18:25, 13.03.2026

რომეო მიქაუტაძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც. ის თავს უდაშაულოდ მიიჩნევს. თუმცა, აცხადებს, რომ მზადაა არარსებული ბრალი აღიაროს. ასევე ცნობილი გახდა, რომ მიქაუტაძის ადვოკატი პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინადადებით მიმართავს. განაჩენი სავარაუდოდ ორშაბათს გამოცხადდება. გამოძიების ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი