რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინა, დაცვის მხარემ კი – წარმოდგენილი აუდიო და წერილობითი მტკიცებულებები უდავოდ ცნო. პროკურორის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებებით მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება, დაცვის მხარე კი – მიიჩნევს, რომ საქმეში რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება დევს. სახელმწიფო ბრალდების თქმით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად, ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.