რომეო მიქაუტაძის სასამართლო 

18:35, 08.12.2025

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინეს. მოუსმინეს „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკური სამსახურის თანამშრომელს, დავით მისირელს. მან  2019 წელს რომეო მიქაუტაძის თბილსერვისის დირექტორობის პერიოდზე და „მაი ჯიპიესთან“ გაუქმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა. მოწმემ აღნიშნული საქმის დეტალებზე და მოგებულ ტენდერზე გააკეთა აქცენტი. მას შეკითხვები თავად რომეო მიქაუტაძემაც დაუსვა. დღესვე რვა მოწმე, რომელიც უნდა დაკითხულიყო, სხდომაზე უდაოდ ცნეს.

მსგავსი