რომეო მიქაუტაძის სასამართლო

18:28, 02.12.2025

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში იკითხება სუს-ის თანამშრომელი მალხაზ თურმანიძე, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული რომეო მიქაუტაძის დაკავებაში და ჩხრეკაში. მან 2025 წლის ზაფხულში, ჭავჭავაძის გამზირზე მიქაუტაძის სახლში, მის დაკავებაზე ისაუბრა. მანამდე თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილე, გარე განათების კურატორი, ვეფხია ბაძაღუა დაიკითხა. მან 2019 წელს რომეო მიქაუტაძის თბილსერვისის დირექტორობის დროს, ლედ სანათებთან დაკავშირებულ ტენდერზე, შედეგებზე და სანათების დახარვეზებაზე ისაუბრა.

მსგავსი