თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. მიქაუტაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბრალდების მხარის თქმით, საქმეში დევს ყველა მტკიცებულება, რაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დანაშაულს ადასტურებს.