რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე, დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება. გამოძიების თქმით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.