ევროკავშირი 2021-2027 წლებში სამხედრო ხარჯების 40 პროცენტით გაზრდას აპირებს. ორგანიზაციის გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ ხარჯები 27,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. რაც ევროკავშირის მთელი ბიუჯეტის 2%ს შეადგენს.
სამხედრო ხარჯების ზრდის ტენდენცია გრძელდება მთელ მსოფლიოშიც. ახალი ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს იარაღზე, სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობაზე მთლიანობაში ტრილიონ 793 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ამასთან, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 1998 წლიდან პირველად შემცირდა.
რომელი ქვეყნები ხარჯავდნენ ყველაზე მეტ ფულს შეიარაღებაზე 2017 წელს და რა ტენდენციებზე ამახვილებენ ყურადღებას ექსპერტები, ვრცლად ლევან ახალაიას სიუჟეტში.