რომელ კლინიკაში გადაიყვანენ სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაპარტიელები ხელისუფლებას მსჯავრდებულის მიმართ პოლიტიკურ შურისძიებაში და დანერგილი პრაქტიკის დარღვევაში ადანაშაულებენ. მიზეზი იუსტიციის მინისტრის განცხადებაა, რომლის მიხედვით ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში პატიმრის უსაფრთხოება დაცული არ იქნება და ამ არგუმენტით სამოქალაქო კლინიკას მოითხოვენ, რაც დღეს კატეგორიულად გამორიცხა პრემიერმა.

დაკავებიდან 21-ე დღეს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა.

დატოვე კომენტარი