ცნობილი ქართველი პიანისტის რომან გორელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საფორტეპიანო დუეტები. ასოცირებულმა პროფესორებმა ლანა გულდედავამ და მზია გოგაშვილმა რომან გორელაშვილის საფორტეპიანო ტრანსკრიფციები შეასრულეს.