რომან გოცირიძის განცხადება

უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატის განმარტებით, კომისიამ უნდა გამოიძიოს როგორც გავრილოვის საქართველოში შემოყვანის დეტალები, ისე 20 ივნისის ღამეს განვითარებული პროცესები.