რომან დოლიძე საქართველოშია

ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე საქართველოშია.

31 წლის სპორტსმენი ამჟამად მშობლიურ ბათუმში იმყოფება და თბილისში რამდენიმე დღიან ვიზიტსაც გეგმავს.

შეგახსნებთ, რომ დოლიძემ რამდენიმე თვის წინ კონტრაქტი გააფორმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან „იუ ეფ სისთან“ და ამჟამად პირველი, სადებიუტო ბრძოლის მოლოდინშია.

რომან დოლიძეს ბათუმში ჩვენი გადამღები ჯგუფი შეხვდა.