როლანდ შალამბერიძის პერსონალური გამოფენა

როლანდ შალამბერიძე საქართველოში უკვე მეორე პერსონალურ გამოფენას წარმოადგენს.

უცხოეთში მოღვაწე მხატვარმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ საკუთარი ფერწერული ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში გამოფინა. ექსპოზიცია სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ ნახატებს აერთიანებს. გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი მხატვრის, პოეტის და მუსიკოსის მუსიკალურ ნომრებსაც ისმენს.